საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის
ერთერთი პროგრამაა, რომელიც 2005 წლის 1 აპრილიდან ფუნქციონირებს. პროგრამის პრიორიტეტი განათლებაა და იგი თანამშრომლობს
განათლების სისტემის სამივე საფეხურის ინსტიტუტებთან-კერძოდ: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსტიტეტთან, სენაკის (სამეგრელო),
წინამძღვრიანთკარის (ქართლი), ახალციხის (სამცხე-ჯვახეთი) აგრო კოლეჯებთან და კაჭრეთის (კახეთი) პროფესიულ ცენტრთან. ამას გარდა
პროგრამა თანამშრომლობას გავაზის (კახეთი), ახალსოფლის (კახეთი), ყვარლის (კახეთი), იანეთის (იმერეთი), დვაბზუს (გურია), ქვალონის
(სამეგრელო), ჭალისა (იმერეთი) და ახალციხის (სამცხე-ჯავახეთი) ზოდაგსაგანმანათლებლო სკოლებთან. პროგრამის დონორი ა.შ.შ. სოფლის
მეურნეობის დეპარტამენტია. ამერიკული მხრიდან პროგრამასთან თანამშრომლობენ მერილენდის, ჯორჯიის, კენტუკის, ვაშინგტონის
უნივერსიტეტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია “World Link”. პროგრამის მიზანია: კურიკულუმების განვითარება და ჰარმონიზაცია;
მასწავლებელთა ტრენინგი; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება (ბიბლიოთეკა, უახლესი ტექნოლოგიები) ინსტიტუტების ფინანსური
გაძლიერება.
პროგრამის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა. სენაკისა და წინამძღვრიანთკარის კოლეჯებს
გადაეცათ 420 ცალი სახელმძღვანელო და დამხმარე ლიტერატურა, რომლებიც სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საკითხებს შეეხებოდა. ნუსხაში
შედიოდა ასევე მენეჯმენტის, მარკეტინგისა და საბუღალტრო წიგნები. სენაკის, წინამძღვრიანთკარის, ახალციხის კოლეჯებსა და პროგრამის პარტნიორ
სკოლებს გადაეცათ ხელსაწყოები ნიადაგის ანალიზისა და მეტეოროლოგიური კვლევების ჩასატარებლად. ასევე კომპიუტერები, პრინტერები და
ქსეროქსის აპარატები.
თანამშრომლობა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან ხდება “საქართველოს მომავალი ფერმერები” პროექტის ფარგლებში.
ამერიკელმა კოლეგებმა ჩაატარეს რამდენიმე ტრენინგი: ახალი ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლების, ბიზნეს
განათლების საფუძვლებსა და სწორი მენეჯმენტის საკითხებზე. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სასკოლო კურიკულუმების გასავითარებლად.
განათლების კანონის მიხედვით ყველა სკოლისთვის სავალდებულია ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება, მაგრამ სკოლას შეუძლია თავისი
პრიორიტეტის მიხედვით გამოიყენოს და განავითაროს სასკოლო გეგმის 25%. თითოეული სკოლისთვის შეირჩა ის უმთავრესი თემები, რომლის
უკეთ შესწავლის სურვილიც მათ ჰქონდათ. ამერიკელი კოლეგების მიერ მოხდა შესაბამისი თემების მოძიება და მასალის მოწოდება. ეს თემები
შემოწმდა ქართველი სპეციალისტის მიერ და ამის შემდეგ ითარგმნა ქართულად (გაკვეთილის გეგმა, პრაქტიკული მეცადინეობის აღწერა, შეფასება,
ა.შ) და დაურიგდა რამდენიმე ეგზემპლარად ყველა სკოლას.
პროგრამა ასევე ეხმარება თავის პარტნიორ ყველა სკოლასა და კოლეჯს სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობაში.
უზრუნველყოფს მათ საჭირო ნედლეულით, პესტიციდებით, ტექნიკითა და კვალიფიციური კონსულტაციებით. დაწყებულია მუშაობა საქართველოს
სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტთან: კურიკულუმის განვითარებასთან, ნიადაგის ლაბორატორიის შექმნასა და ექსტენციის
საკითხებთან დაკავშირებით.