ჰერბიციდები (ფიტოციდები) – სარეველების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებია. ამ პრეპარატთა უმრავლესობა
ორგანული შენაერთებია, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ფიზიოლოგიური აქტივობით და დაბალი ხარჯვის ნორმით, გამოყენებისას
დიდი ეფექტით. მათ შორის არის აგრეთვე არაორგანული შენაერთები. არჩევენ საერთო მოქმედების და სელექციურ ჰერბიციდებს.
პირველს იყენებენ ყველა სარეველის მოსასპობად იმ ნაკვეთებზე სადაც ჯერ კიდევ არ არის ნათესები, აგრეთვე სარწყავ და დამშრობ არხების
პირას, ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ, სპორტულ მოედნებზე და ა.შ. შერჩევითი (სლექციური) მოქმედების პრეპარატები სპობენ ერთი ჯგუფის
მცენარეებს, მაგრამ უარყოფითად არ მოქმედებენ სხვა ძირითად კულტურულ მცენარეებზე. ამჟამად, სელექციური პრეპარატები ისეთი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი,
რომ ისინი შეიძლება გამოყენებული იქნან ყველა ტიპის ნათესებსა და ნარგავებში. პრეპარატის სათანადო შერჩევისას, მისი ხარჯვის ნორმის,
გამოყენების ვადის და შეტანის რეკომენდირებული ხერხის შესაბამისად გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი ძირითადი კულტურის დაზიანება.
დესიკანტები (ფიტოციდები) – (ლათ. desiccco - ვაშრობ) ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება მცენარეების
ზრდის და მომწიფების დასაჩქარებლად. არბორირიციდები - ბუჩქნარების საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატები.