ფუნგიციდები (ლათ. fungus – სოკო და caedo – ვკლავ) ჰერმიციდების ჯგუფში შემავალი სოკოვანი
დაავადებების საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატები. ამ ჯგუფში შედიან: ბაქტერიციდები – ბაქტერიული ავადმყოფობების საწინააღმდეგო ქიმიური
პრეპარატები; ალჰიციდები – წყალმცენარეების საწინააღმდეგო პრეპარატები; ვირუსოციდები – ვირუსული ავადმყოფობების
საწინააღმდეგო პრეპარატები.
ჰერმიციდები იყოფიან კონტაქტურ, სისტემურ და ტრანსლამინარულ პრეპარატებად.
კონტაქტური ჰერმიციდები ფარავენ რა მცენარის ზედაპირს მომწამვლელი თხელი ფენით, ხელს უშლიან სოკოების
სპორების და პათოგენის გამრავლებას, მაგრამ სოკოს სპორების მცენარის ქსოვილში შეჭრის შემდეგ მათზე კონტაქტური ჰერმიციდები
(ფუნგიციდები) აღარ მოქმედებს.
სისტემური ჰერმიციდები იჭრებიან მცენარის ქსოვილებში,გადაადგილდებიან ჭურჭლოვან სისტემასა და ნაყოფებში,
აძლევენ მათ უნარს გამოიწვიონ სპორების გაღივების უნარის დაკარგვა,თუმცა მოქმედების ასეთი ხასიათი მკვეთრად არის გამოხატული მხოლოდ
ერთწლიან მცენარეებზე,სუსტად მრავალწლიანებზე.
ტრანსლამინარული ჰერმიციდები იჭრებიან მცენარის ქსოვილებში, მაგრამ არ გადაადგილდებიან. მათი მთავარი უპირატესობა
ისაა, რომ ისინი მცენარის ზედაპირიდან არ ირეცხებიან წვიმითა და ნამით.