ინსექტიციდები (ლათ. insectum – მწერი და caedo – ვკლავ) –
ქიმიური პრეპარატები ზოოციდების ჯგუფიდან, რომლებიც ებრძვიან მწერებს, მათ კვერცხებსა და მატლებს. მავნე ორგანიზმში შეჭრისა და
მათზე მოქმედების ხასიათის მიხედვით, ინსექტიციდები იყოფიან: შინაგან, კონტაქტურ, ფუმიგაციურ, სისტემურ, ასფიქსიურ და ტრანსლამინარულ
პრეპარატებად. ეს კლასიფიკაცია საშუალებას იძლევა განისაზღვროს შესაბამისი პრეპარატის მავნებლის ორგანიზმში შეჭრის გზები და აქედან გამომდინარე
მათი პაქტიკული გამოყენების მეთოდები. მეორეს მხრივ ეს კლასიფიკაცია გარკვეულწილად პირობითია, ვინაიდან ერთი და იგივე პრეპარატს
შეიძლება ჰქონდეს როგორც შინაგანი და კონტაქტური, ასევე ფუმიგაციური მოქმედება.
აკარიციდები (ბერძნ. akari – ტკიპა და ლათ. caedo – ვკლავ) – ქიმიური პრეპარატები ზოოციდების ჯგუფიდან,
რომლებიც ებრძვიან ტკიპებს; მათ კვერცხებს – ოვიციდები და მატლებს - ლარვიციდები; ერთდროულად მწერებსა და ტკიპებს - ინსექტოაკარიციდები;
ლოკოკინებს - მოლუსკოციდები (ლიმაციდები); ფიტოჰელმინთებს (ნემატოდებს) - ნემატიციდები; მავნე მღრღნელებს - როდენტიციდები.