როდენტიციდები – მღრღნელების საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატები.
ფუმიგაცია - (ლათ. fumigatip – შებოლება) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებთან, მღრღნელებთან,
მცენარეთა სოკოვან და ბაქტეოროლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის ეფექტური საშუალება, რომელიც ეფუძნება სპეციალური პრეპარატების
ფუმიგანტების მიერ გამოყოფილი აირის, ორთქლის, კვამლის გამოყენებას. ფუმიგაციას ატარებენ დახურულ შენობებსა და საცავებში საკვამლე
ინსექტიციდური და ფუნგიციდური კოჭებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება მომწამვლელი აირები, რაც იწვევს სათბურის მავნებლების
მოსპობას.