მცენრთა ზრდის რეგულატორები და სტიმულატორები (ლათ. regulo – ვმართავ, ვაწესრიგებ) –
ორგანული შენაერთები, რომლებიც იწვევენ მცენარეთა განვითარების (მორფოგენეზის) სტიმულირებას ან შენელებას. იყოფიან ბუნებრივ და
სინთეტიკურ ზრდის რეგულატორებად. ბუნებრივ ზრდის რეგულატორებს მიეკუთვნება ფიტოჰორმონები (აუქსინები,
ჰიბერელინები, ციტოკინები, ეთილენი, აბსცისური მჟავა ) და არაჰორმონალური შემადგენლობის ინჰიბიტორები (ზოგიერთი ფენოლი,
წარმოებული შარდოვანა და ა.შ.). სინთეტიკურ რეგულატორებს მიეკუთვნება აუქსინების ტიპის სტიმულიატორები (ინდოლილზეთოვნები,
ნაფტილძმარმჟავები) და სინთეტიკური ინჰიბიტორები (მორფაკტინები, რეტარდანტები, დეფოლიანტები და სხვ.) ზრდის რეგულატორების გამოყენება
იწვევს მცენარეებში ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას, ანალოგიურს რასაც იწვევს ხელსაყრელი გარემო პირობები (დღის ხნგრძლივობა, ტემპერატურა
და სხვ.), ამიტომ ისინი შეიძლება ვიხმაროთ მცენარის ზრდისა და განვითარების სხვადასხვა სტადიაზე. ამით თავიდან იქნება აცილებული ნაყოფის
მომწიფების პერიოდულობა, დაჩქარდება ან შენელდება ნაყოფის ყვავილობა და ზრდის პროცესი.