სსიპ ახალციხის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯი დაარსდა 1930 წელს. კოლეჯი სამცხე-ჯავახეთის მხარეში ერთადერთია, რომელიც ამზადებს
აგრარული სექტორისათვის პროფესიონალ კადრებს, ახდენს ადგილობრივ ფერმერთა სისტემატური გადამზადებას, აწარმოებს საინფორმაციო-
საკონსულტაციო და აგრარულ სექტორში სერვისული ხასიათის მომსახურეობას. კოლეჯის ბაზაზე ფუნქციონირებს აგრარული უნივერსიტეტის
ზოოვეტერინარული ფაკულტეტის ფილიალი და მეფუტკრეთა კავშირი. კოლეჯის საკუთრებაშია 25 ჰექტარი მიწის ფართობი ,სადაც ცდიან სხვადასხვა
ჯიშის ხორბალსა და კარტოფილს, შედეგად 6 ჯიშის კარტოფილი დარაიონდა რესპუბლიკის მასშტაბით. 2006 წ. კოლეჯს გადაეცა ახალციხის
მე-3 საბავშვო ბაღის შენობა, რაც საშუალებას მისცემს გააფართოვოს თავისი სასწავლო-ტექნიკური ბაზა. უკეთ მოახდინოს სტუდენტთა თეორიული და
პრაქტიკული სწავლება.
GIPA - სთან (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი)არსებული სოფლის მეურნეობის განვითარების (GRDP) პროგრამის
ხელშეწყობით წელს კოლეჯს საჩუქრად გადაეცა სათესლე კარტოფილი 4,7ტონა, კარტოფილის სათესი და საკრეფი მანქანა, როტაციული კულტივატორი,
მინდვრის გამაფრქვეველი, სარწყავი სისტემა, ჯეოინტერნეტ პაკეტი. შედეგად დაითესა 2,5 ჰა კარტოფილი და 8 ჰა ხორბალი.
კოლეჯს, თავისი არსებობის პერიოდში მომზადებული ჰყავს 9 სხვადასხვა სპეციალობის 42 000 სოფლის მეურნეობის
სპეციალისტი. სასწავლებელში დღეისათვის სწავლობს 174 სტუდენტი და მოღვაწეობს 21 პედაგოგი. მათ შორის 2 უმაღლესი კატეგორიის,
1 სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, I და II კატეგორიის პედაგოგები.
ახალციხის აგრარულ-ეკონომიკურ კოლეჯი ფართო პროფილის სასწავლებელია სადაც ფუნქციონირებს
შემდეგი ფაკულტეტები და სპეციალობები:
ფაკულტეტები:
აგრარული მენეჯმენტი
ფინანსები და საგადასახადო საქმე
სამეურნეო სამართალმცოდნეობა
სპეციალობები:
აგრონომიული
მეხილეობა-მებოსტნეობა
სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგია
მექნიზაცია
სახელმწიფო ავტოინსპექცია
საბაჟო საქმე
სამეურნეო ანგარიშზე მყოფი კოლეგის მიზანია საკუთარ ბაზაზე მოაშენოს ფუტკარი, ააშენოს მეცხოველეობის ფერმა,
კარტოფილის, ქერის, ხორბლის, სიმინდის და ბოსტნეულის თესლით მოამარაგოს ფერმერები.