საჩერის რაიონის სოფელ ჭალის სამრევლო სკოლა 1885 წელს გაიხსნა. 1923 წელს მიშა აბაშიძის თაოსნობით სოფ. ჭალაში დაარსდა
პირველი ოთხწლიანი სასწავლებელი. 1945 წელს, აიგო ორსართულიანი კაპიტალური შენობა და სკოლა ოფიციალურად გადაკეთდა საშუალო
სკოლად, რომელიც 2006-2007 წლებში სახელმწიფო პროგრამითგარემონტებული და დასრულებული იქნა საქველმოქმედო
ორგანიზაცია "ატუ"-ს მიერ. მასწავლებელთა რაოდენობა: 40 მოსწავლეთა რაოდენობა: 316
სკოლა 2006 წლიდან ჩაბმულია სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში, რომელსაც ზ.ჟვანიას სახელობის
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი "GIPA" ახორციელებს.
ამ მიმართულებით სკოლაში ჩამოყალიბდა 25 კაციანი მოსწავლეთა ორგანიზაცია "საქართველოს მომავალი ფერმერები" -
"FFG",Gრომლის დევიზია "ძლიერი სოფელი– ძლიერი საქართველო". ორგანიზაციას ჰყავს პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი, მდივანი, ხაზინადარი
და რეპორტიორი, რომელიც სისტემატიურად, სკოლის გაზეთში აშუქებს ორგანი ზაციის საქმიანობას. აქვს საკუთარი ლოგო.
ახალგაზრდა ფერმერებმა 2000 მ/კვ მიწის ფართზე დათესეს სორგო (ცოცხი),რომელითაცსკოლებს მოამარაგებენ. "GIPA" - ს
დააფინანსებით სკოლის ეზოს 150 მ/კვ-ზე მოეწყო სათბური,სადაც თეორიულ სწავლასთან ერთად სტუდენტები პრაქტიკულად იმუშავებენ. გამოყვანილი
იქნება ყვავილის, ვაზის და ნიგვზის ნერგები. "GIPA"-ს დახმარებით შევიძინეთ ქუთაისის წარმოების მიწის კულტივაციისთვის საჭირო მოტობლოკი.
მეფუტკრეობის შესწავლისა და განვითარების მიზნით უკვე მზად გვაქვს ტერიტორია, სადაც ფუტკრის ოჯახებს შემოვიყვანთ და განვათავსებთ.
"GIPA"-ს ხელშეწყობით დავიწყეთ პეკანის ჯიშის ნიგვზის ბაღის გაშენება.
ამ პროგრამის საუკეთესო ნაწილად ვაქციეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული სკოლებს შორის
პარტნიორობის პროგრამა. დავუკავშირდით ოსური სოფლის სინაგურის საშუალო სკოლას, გავაცანით პროგრამის მნიშვნელობა მომავალი თაობისათვის
და ვფიქრობთ ურთიერთობა სასიკეთოდ განვითარდება.
წელს მაისის პირველ რიცხვებში სკოლაში კვლავ გვეწვივნენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები მორგანის თემის უმაღლესი სკოლიდან,
რომელიც მედისონში, ჯორჯიის შტატში მდებარეობს. განვიხილეთ განვლილი წლის მუშაობის შედეგები. 16 - 20 მაისს კი ქ. ბათუმში ჩატარდა
"FFG" ორგანიზაციაში გაერთიანებული სკოლები მოსწავლეთა შეკრება-სემინარი სადაც სკოლები ოთხ-ოთხი წევრით იყვნენ წარმოდგენილნი.
სკოლამ სამინისტროს მიერ გამოცხადებული კომპიუტერიზაციის პროგრამით "ირმის ნახტომი" მიიღო 9 კომპიუტერი,
ხოლო პროექტით "ჭალის გარემო" დასაჩუქრდა ციფრული აპარატით.
სკოლაში მოღვაწეობს ამერიკელი მასწავლებელი. იგი ეხმარება სტუდენტებს და ახალგაზრდა ფერმერებს ინგლისური ენის
შესწავლაში, ამერიკის პარტნიორ სკოლასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებაში.
სკოლა ემზადება აკრედიტაციის გასავლელად. ახალი სასწავლო წლიდანსტუდენტებს შევთავაზებთ სასოფლო - სამეურნეო მანქანა -
იარაღებისა და ავტო საქმის შესწავლას. ორწლიანი თეორიულ და პრაქტიკულ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები მიიღებენ მოწმობებს,
რომლითაც შეეძლებათ გამოცდაზე გასვლა ავტომანქანისა და ტრაქტორის მართვის მოწმობის მისაღებად. სტუდენტები შეისწავლიან სოფლის
მეურნეობის წარმოების მენეჯმენტს, სათბურში თესვა-მოყვანის ტექნოლოგიებს, მცირე ძრავების შეკეთებას, ელექტროობას, შედუღებას, ხეზე მუშაობას.
სტუდენტებს საშუალება ექნებათ ხელოვნების კურსის პარალელურად დაიწყონ მინანქარზე მუშაობა. ახალი სასწავლო წლიდან სკოლას
ეყოლება თავისი ავტობუსი.
მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე "ჩვენი სოფლის დასუფთავება და კეთილმოწყობა", რომელსაც მთლიანად სტუდენტები
შეასრულებენ და შედეგებს წარუდგენენ შესაბამის სამსახურებსგანსახილველად.
წელს ახალგაზრდა ფერმერებს ექნებათ შემაჯამებელი განხილვა გაწეული მუშაობისა და მომავალი გეგმების შესახებ.
სოფ. ჭალის საჯარო სკოლის დირექტორი: არჩილ აბაშიძე ტელეფონი: 899 415 617