განხორციელებული პროექტები:
2006 წლის გაზაფხულიდან ზურაბ ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) არსებული სოფლის
მეურნეობის განვითარების პროგრამის (GRDP) ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ფერმერული მეურნეობა. შეიქმნა
“საქართველოს მომავალ ფერმერთა” ორგანიზაცია, სადაც გაერთიანდნენ სკოლის 35 მოსწავლე და მასწავლებლები.
აირჩიეს პრეზიდენტი, ხაზინადარი და სარედაქციო კოლეგია. შემუშავდა გეგმა თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის
მებოსტნეობაში და მეფუტკრეობაში. GRDP პროგრამის დახმარებით შევიძინეთ ფუტკრის 5 ოჯახი, ბოსტნეულის თესლები,
სასუქები, პესტიციდები, წყლის საქაჩი საირიგაციო მილებით. შედეგად “ფერმერებმა” 0,3 ჰა ნაკვეთზე მოიყვანეს
ბოსტნეული კულტურები: ბადრიჯანის, ტკბილი წიწაკა, პომიდორი, კიტრი; 0,5 ჰა-ზე სიმინდი. მეფუტკრეებმა მიიღეს
20 კგ თაფლი. 2007 წლის მარტში გადმოგვეცა შესაწამლი აპარატი, მოტობლოკი მისაბმელით, სათბური 135 კვ.მ.
ფართობის, სათესლე კარტოფილი 25 კგ, ბოსტნეულისა და დეკორატიული ყვავილების თესლები, დაირგო პეკანის ჯიშის
ნიგვზის 40 ძირი ნერგი, დაითესა სოიო 2500 კვ.მ. ფართობზე.
საკონტაქტო ინფორმაცია: სკოლის დირექტორი: ზურაბ გეგუჩაძე მისამართი: სამტრედიის რაიონი. სოფელი იანეთი ტელეფონი: 893 767149