დაარსდა 1921 წელს.
მასწავლებელთა რაოდენობა: 31
მოსწავლეთა რაოდენობა: 350
ძირითადი მიზნები:
პროექტი “საქართველოს მომავალი ფერმერები” ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შრომითი და პრაქტიკული
უნარ-ჩვევების განვითარებას
პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მიეჩვევიან ნარგავების მოვლას, მათზე დაკვირვებას, მონაცემების
შეგროვება-შედარებას, პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მიზნობრივად გადანაწილებას, ბუღალტრულ
წარმოებას
აღვზარდოთ განათლებული, კულტურული, მოაზროვნე, შრომისმოყვარე, პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე თაობა
განხორციელებული პროექტები:
სკოლა თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. CHF – სთან განხორციელებული პროექტით სკოლას და თემს
მოეხსნა წყლის პრობლემა. ამჟამად ხორციელდება პროექტი “დაბალი ძაბვის ალსქტროსადენების რეაბილიტაცია”. 2006 წელს
სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კომპიუტერიზაციის პროგრამაში “ ირმის ნახტომი” მიიღო 10 კომპიუტერი. 2005 წლიდან
სკოლა მონაწილეობს პროექტში “საქართველოს მომავალი ფერმერები”, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართვს სოფლის
მეურნეობის პროდუქტის მოყვანა-რეალიზაციაში. სკოლა თანამშრომლობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის
მეურნეობის განვითარების პროგრამასთან (GRDP). ამ პროგრამის დაფინანსებით 2006 წელს დაირგო 2000 ძირი ბულგარული
წიწაკა, 300 ძირი ბადრიჯანის, 600 ძირი მწარე წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, 2000 ძირი თეთრთავიანი
კომბოსტო. 2007 წლის გაზაფხულზე დაითესა: ბოსტნეული-3000 კვ.მ.; კარტოფილი-200 კგ; სიმინდი- 2 ჰა;
დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის სათბური;დაირგო 200 ძირი ლილია; 20 ოჯახი გიორგინა.
საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: სენაკის რაიონი. სოფ. ქვალონი. სკოლის დირექტორი: ლუარა ყალიჩავა, ტ. 899 219714