კოლეჯი დაარსდა 1924 წელს. ფლობს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის აუცილებელ მატერიალურ - ტექნიკური
ბაზას(კომპიუტერული ტექნიკას, სასოფლო-სამეურნეო მანქანა იარაღებს, უნიკალურ მეტეოროლოგიურ სადგურს, ნიადაგის
ქიმიური ანალიზის თანამედროვე ლაბორატორიას), ბიბლიოთეკს, რომელიც გასულ წელს შეივსო 240 თანამედროვე აგრარაული
ლიტერატურით. კოლეჯი მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში. სასწავლებელში სწავლობს 204
სტუდენტი, მოღვაწეობს ოცი პედაგოგი. მათ შორის 1 უმაღლესი კატეგორიის, 1 ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და
პირველი კატეგორიის პედაგოგები.
კოლეჯში სტუდენტთა მომზადება ხორციელდება შემდეგ სპეციალობებზე:
აგრარული მენეჯმენტი
ვეტერინარული ფარმაცია
ფინანსები და კრედიტი
ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი
ძირითადი მიზნები და ამოცანები:
სტუდენტთათვის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება
აგრარული სექტორისათვის მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადება
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ახალი ტექნოლოგიების მოძიება და მათი დანერგვა, აპრობირება და
დემონსტრირება როგორც სტუდენტებისთვის და ფერმერებსთვის
კოლეჯის სასწავლო მეურნეობის ბაზაზე რეგიონისთვის ტრადიციული, მაგრამ დაბალ ეფექტური კულტურებისა და
პირუტყვთა ჯიშების ჩანაცვლება არატრადიციული მაგრამ მაღალეფექტური პროდუქციით
ზრდასრულთა მომზადება და გდამზადება
ფერმერებსა და სხვა მსურველებზე საინფორმაციო - საკუნსულტაციო მომსახურეობის გაწევა აგრარული სფეროს სხვადასხვა
მიმართულებებში, მცენარეთა დაცვითი მომსახურეობა, ვეტერინარული ხასიათის კონსულტაციები და მომსახურეობა, ეკონომიკური
ხასიათის (ბიზნეს გეგმის, ბუღალტრული ანგარიშგების შედგენა და სხვა) მომსახურეობის გაწევა და სხვა
2004 წლიდან სენაკის აგრარულ-ეკონომიკურ კოლეჯთან თანამშრომლობს GTZ (გერმანიის ტექნიკური
თანამშრომლობის საზოგადოება), USDA (ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის ხარისხის განვითარების
სააგენტო) GIPA -სთან (ზურაბ ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) არსებული სოფლის მეურნეობის
განვითარების (GRDP) პროგრამა, რომელთა მხარდაჭერით განხორციელდა კოლეჯის პედაგოგების გადამზადება სხვადასხვა
მიმართულებით, კერძოდ: მემცენარეობა, მეცხოველეობა, ვეტერინარია, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სასწავლებლის
ადმინისტრაციულ მენეჯმენტში და სხვა. განახლდა კოლეჯის მატერიალურ - ტექნიკური ბაზა, რაც გამოიხატა შემდეგში:
გადმოგვეცა და ინტერნეტში ჩაერთო 9 პერსონალური კომპიუტერი P-4
გადმოგვეცა 2 ტარაქტორი, მოტობლოკი, შესაბამისი მანქანა იარაღებით
ბოსტნეულის თესლები, პესტიციდები, სასუქები
შემოყვანილ იქნა 9 სული მაღალ პროდუქტიული სანაშენე ღორი (ლანდრასი, დიუროკი), რომელთა ნამატმა უკვე შეადგინა 37 გოჭი
ოთხი სული მეწველი ფური
შედეგად წელს სტუდენტების უშუალო მონაწილეობით დაითესა და ტექნოლოგიური
რუქის გამოყენებით ათვისებულ იქნა:
0.1 ჰა-ზე კარტოფილი “ამაროზა”
0.1 ჰა–ზე კარტოფილი “პიკასო”
0.3 ჰა-ზე ბადრიჯანი
0.4 ჰა-ზე პომიდორი “სულთანი”
0.3 ჰა-ზე ტკბილი წიწაკა
18.5 ჰა-ზე სიმინდი
1.5 ჰა-ზე სასილოსე სიმინდი
1.5 ჰა-ზე სოია
0.5 ჰა-ზე სამეურნეო სორგო(ცოცხი)
1 ჰა-ზე სუდანურა
1 ჰა-ზე საზამთრო
1.5 ჰა-ზე კიტრი
0.5 ჰა-ზე გოგრა “თათრულა”
კოლეჯის დირექტორი: გიორგი ხარგელია კოლეჯის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ. სენაკი. მშვიდობის ქ. #194.
ტელეფონი: (8-213) 7 69 72
ელ-ფოსტა: merikochishvili@posta.ge