ილია წინამძღვრიშვილის სახელობის წინამძღვრიანთკარის ჰუმანიტარულ-ეკოლოგური კოლეჯი
1883 წლის 4 სექტემბერს მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში ილია წინამძღვრიშვილმა საკუთარ მამულში, საკუთარი
სახსრებით, გახსნა საქართველოში პირველი სასოფლო-სამეურნეო სკოლა, რომლის ბაზაზეც ამჟამად ფუნქციონირებს კოლეჯი.
კოლეჯის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობას, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს
მოუმზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები : ფერმერები, ბუღალტერ - ეკონომისტები, ვეტფერშლები. სპეციალისტები
მომზადებისას გამოიყენოს თანამედროვე სწავლების მეთოდები და ხერხები, რასაც ხელს უწყობს მოკლევადიანი (3 - 6 თვე)
კურსები (მეფუტკრეობაში, მეყვავილეობაში, მეკურდღლეობაში). გახსნილია კომპიუტერის შემსწავლელი ცენტრი. საინფორმაციო
და საკონსულტაციო ცენტრი ეხმარება ფერმერებს აგრონომიაში, ვეტერინარიაში, ბიზნეს გეგმების შედგენაში. კოლეჯში არის
ადგილობრივი ფერმერების გადამზადების კურსები . 2005 წლიდანMსკოლა ფართოდ თანამშრომლობს საზოგადოებრივ
საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამასთან (GRDP). ამ პროგრამის დახმარებით მიმდინარე
წლის ოქტომბრის თვეში კოლეჯს ესტუმრა აშშ-ს 16 უნივერსიტეტის (ვაშინგტონის, კენტუკის, ოჰაიოს და სხვა),
წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელთა ვიზიტის შედეგად სასწავლებელს საჩუქრად გადაეცა ძვირადღირებული ნიადაგის
ლაბორატორია, საველე მეტეოროლოგიური სადგური და პერსონალური კომპიუტერი. ამჟამად კოლეჯში იმყოფებიან კენტუკის
უნივერსიტეტის სტუდენტები კელი დევიდსონი და ჯესი ჰორნი, რომლებიც კოლეჯის სტუდენტებთან ერთად მუშაობენ
ნიადაგში საკვები ელემენტების: აზოტის, ფოსფორის, კალიუმის განსაზღვრაზე. გვიზიარებენ გამოცდილებას სოფლის
მეურნეობის განვითარების საკითხებში.
კოლეჯში ფუნქციონირებს 5 ფაკულტეტი (აგრარული მენეჯმენტი, აგრო. ბიზნესი, ვეტერინარია,
ფინანსები და საბანკო საქმე, საბუღალტრო აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა), 9 საფინანსო ჯგუფი, სწავლობს 178 სტუდენტი,
მუშაობს 39 თანამშრომელი, მათ შორის 20 მასწავლებელი. კოლეჯს აქვს კარგი მატერიალურ- ტექნიკური ბაზა, კეთილმოწყობილი
კაბინეტ -ლაბორატორიები, შენობა-ნაგებობები, ტექნიკა (DT-75 , ბელარუსი-KD, სათიბი, სათესი). GIPA-ს დახმარებით
2007 წლის აპრილში გადმოგვეცა საჩუქრად: 0,5 ტ. სათესლე კარტოფილი, ბოსტნეულის თესლები, სელექტორი, სათბური
100 კვ.მ ფართობის, საირიგაციო მილები, მოტობლოკი. კოლეჯთან გაშენებულია ვენახი 3 ჰა-ზე და ატმი 1 ჰა-ზე. კოლეჯის
კუთვნილ 53 ჰა. მიწის ფართობზე წელს დაითესა კარტოფილი – 2,5 ჰა, სიმინდი – 1,5 ჰა, ქერი – 9 ჰა, ბოსტნეული -
200 კვ.მ. სადემონსტრაციო ნაკვეთზე. კოლეჯს აქვს საირიგაციო სისტემა, 100 სულ რქოსან პირუტყვსა და 20 სულ ღორზე
გათვლილი ფერმა, სპორტული კომპლექსი.
კოლეჯის დირექტორი: მერი ყოჩიშვილი
კოლეჯი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება #67 27.01.2006წ. კოლეჯის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: მცხეთის რაიონი სოფელი წინამძღვრიანთკარი.
ტელეფონი: მობ. 899 53 53 47, მობ. 899 720093
ელ-ფოსტა: merikochishvili@posta.ge