რეგისტრაციის თარიღი: 19.09.2005 წ.
საქ. იუსტიციის სამინისტროs ბრძანება #
მასწავლებელთა რაოდენობა: 63
მოსწავლეთა რაოდენობა: 472
ძირითადი მიზნები:
აღვზარდოთ განათლებული, კულტურული, მოაზროვნე, შრომისმოყვარე, პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე თაობა.
განხორციელებული პროექტები:
სკოლა მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიის მერიდიანთან” და განახორციელა პროექტი. ამით სკოლამ მიიღო 7 კომპიუტერი
ინტერნეტში ჩართვით. 2005 წელს სკოლამ მოიპოვა სასკოლო გრანტი თანხით 3000 დოლარი და გაკეთდა ერთი კაბინეტი თანამედროვედ
აღჭურვილი. 2006 წელს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კომპიუტერიზაციის პროგრამაში "ირმის ნახტომი" მიიღო 13 კომპიუტერი.
წელს GIPA-ს დახმარებით დაითესა 2 ჰა ქერი და 2 ჰა ხორბალი. სკოლაში არის მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი და მისი / დახმარებით
ჩატარდა მასწავლებლისათვის პროექტის მართვისა და დაგეგმვის სემინარი. ამჟამად მასწავლებლები მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე: სასკოლო
ავტობუსის და საზაფხულო ბანაკის შექმნისათვის. ორი წელია სკოლაში არსებობს ფერმერული მეურნეობა. ამ ორი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა
მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯგუფი. მათ აირჩიეს პრეზიდენტი, მისი მოადგილე, ბუღალტერი და დაყვეს ჯგუფებად მოსწავლეები. ეს ბავშვები
ძირითადად აწარმოებდნენ მეყვავილეობას. მათ გამოჰყავდათ და ზრდიდნენ ოთახის ყვავილებს. ამით გააფორმეს სკოლის შიდა და გარე ინტერიერი,
სასკოლო ოთახები. სკოლას აქვს ეზო, რომლის ძირითადი ნაწილი უკავია სპორტულ მოედნებს.
მოსალოდნელი შედეგები:
ფერმერული მეურნეობის განვითარება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შრომითი უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროექტის განხორციელების შედეგად თანხების მიზნობრივად განკარგვის უნარი.
სკოლაში მოეწყობა მოსავლის ზეიმი , აუქციონი, სადაც მონაწილეობას მიიღებს რაიონის საზოგადოება.
მოსწავლეები მიეჩვევიან ნარგავების მოვლას, მათზე დაკვირვებას, მონაცემების შეგროვება-შედარებას, სხვებისათვის გამოცდილების
გაზიარებას. საკუთარი შრომით მიღებული თანხის მიზნობრივად გადანაწილებას, ბუღალტრულ წარმოებას.
სკოლის დირექტორი: ნუნუ ტუშური სკოლის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ. ყვარელი ჭავჭავაძის ქ. #68
ტელეფონი: 8(252) 2-02-06
ელ-ფოსტა: nunu_tushuri@yahoo.com